თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის თქმით, მან სცადა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის აეხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ძალისხმევა მშვიდობის მისაღწევად.
კელოგის თქმით, მან ტრამპს უთხრა, რომ "აბრაამ ლინკოლნის შემდეგ პრეზიდენტი არ გვყოლია, რომელსაც იმის გაკეთება მოუწია, რაც ზელენსკიმ გააკეთა".
"პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ მიწაზე ეროვნული გადარჩენისთვის ომში იბრძვის და ეს გააკეთა აბრაამ ლინკოლნმაც. ის საკუთარ მიწაზე ეროვნული გადარჩენისთვის, ეროვნული სუვერენიტეტისთვის იბრძოდა და როდესაც ამას უყურებ, უნდა დააფასო ის პრობლემები, რომელთა წინაშეც ისინი [უკრაინელები] ახლა დგანან." - დაამატა მან.
ტრამპის წარმომადგენლის თქმით, ამერიკელები ზოგჯერ ვერ ხედავენ ამას, რადგან "მათ [უკრაინელების] ადგილას თავს არ აყენებენ" და არ ესმით, როგორ შეიძლება "აქედან გამოსავლის პოვნა".





