აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით globalnews.ge-ს მიერ დასმულ შეკითხვას წერილობით უპასუხა და განაცხადა, რომ "ელჩ დანიგანს თანამდებობის დატოვებამდე აქვს" აშშ-ს სრული მხარდაჭერა.
"მადლობას ვუხდით ელჩ დანიგანს 33 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების გამორჩეული სამსახურისთვის. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე.
ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით," წერია სახდეპის განცხადებაში, რომელსაც globalnews.ge ავრცელებს.
ცნობისთვის, 5 ივნისს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ "ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია".
დანიგანი თქმით, მან პენსიაზე გასვლის პირადი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ივლისში დატოვებს.





