მათე დევიძე

ზურაბიშვილი: მათე დევიძე იქნება ღირსების სიმბოლო და ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები

დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველოსთვის. იმ დარბაზში იყო საქართველოს დროშა, საქართველოს გერბი და იუსტიციის ქანდაკება. სამივეს შეურაცხყოფა არის.

ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აწესებენ, მაგრამ რეალურად, დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას, თითოეული ადამიანის, რომელიც აქ არ დგას, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს იმიტომ, რომ ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა აღარ არის, ის სახელმწიფო აღარ არის და ყველა გადაიხდის ამის ფასს ხვალ, ზეგ.

ის ადამიანები სწორედ, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, ის მოსამართლე, ის პროკურორი, რომლებიც სხედან ამ დარბაზში და არ ვიცი, რას ფიქრობენ, როგორი მომავალი ექნებათ მათ. მე ვიცი, რა მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში. ჩვენ მას არ დავივიწყებთ და ის იქნება მუდამ ღირსების სიმბოლო და ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ.

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან მათე დევიძის დასკვნითი სასამართლო პროცესის შემდეგ. დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები