ავიაკატასტროფა ინდოეთში

ინდოეთში Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა

ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენისთანავე განიცადა.

ავიაკომპანია Air India-ს განცხადებით, თვითმფრინავი აჰმედაბადიდან ლონდონის გეთვიკის აეროპორტის მიმართულებით მიემგზავრებოდა.

გამოცემა Reuters-ის ცნობით ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად.

ადგილობრივ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც აეროპორტთან ახლოს ძლიერი კვამლი ჩანს და დაშავებულები საკაცეებით გადაჰყავთ.

კომენტარები