უკრაინამ მოსკოვის ოლქში მდებარე ელექტრონიკის მწარმოებელ საწარმო რეზონიტზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
შესაბამის განცხადებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"იერიში მიტანილია მოსკოვის ოლქში მდებარე სამხედრო-საწარმო კომპლექსზე.
12 ივნისის ღამეს, უპილოტო სისტემების ქვედანაყოფმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობით აგრესორის მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტზე მიტანა იერიში. აფეთქებები მოხდა ტექნოპარკ რეზონიტის ტერიტორიაზე, ზუბოვოში, მოსკოვის ოლქში. საწარმოს მიერ წარმოებული ელექტრონიკა მაღალტექნოლოგიური იარაღისა და ტექნიკის დამზადებისთვის გამოიყენება...
გაგრძელება იქნება! დიდება უკრაინას". – წერია გენშტაბის განცხადებაში.
სოციალურ ქსელებში დარტყმის ამსახველი რამდენიმე ვიდეო ვრცელდება:





