შემაშფოთებელია, როცა არის მცდელობა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ სხვა ხალხი.
გუშინ, პრემიერ ტუსკს პოლონეთის პარლამენტში ჰქონდა ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა და იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტი გარანტია ჰქონოდა მოხდა ქართველი ხალხის და ქართული თემის საკითხის გამოყენება პოლიტიკური მიზნით და რაღაც, კონსერვატორულ ხაზზე დაჯდომის მცდელობა.
ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, როგორ იოლად წირავენ ხოლმე ქართველ ხალხს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.
თითქოს, "ქართველები რაღაცას აშავებენ პოლონეთში ან ბევრი არიან და ა.შ." არასერიოზულია - შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, მათ შორის პოლონეთში უცხოელი მიგრანტების ქცევიდან გამომდინარე და ნახავთ მათ შორის პოლონეთის მეზობელ ქვეყანას, რომელიც მათ შორის, რაოდენობრივადაც და სხვადასხვა დარღვევებიდან გამომდინარე, სტატისტიკურად უფრო მეტია.
სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება იმისთვის, რომ პარლამენტში რამდენიმე ხმით მეტი მიეღო ნდობის გამოცხადების დროს.
ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.





