რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ისრაელი უარყოფს, რომ უკრაინას Patriot-ის სისტემები გადასცა

ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი და ისრაელის ანტი-სარაკეტო "რკინის გუმბათი" აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო წვრთნაზე, 2018
Jack Guez/AFP via Getty Images

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს უკრაინაში ისრაელის ელჩის, მიხაილ ბროდსკის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელმა უკრაინას Patriot-ს ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცა.

"ისრაელს მსგავსი სისტემები უკრაინისთვის არ გადაუცია" – ამბობს ბროდსკი. 

ბროდსკიმ უკრაინულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 1990-იანების დასაწყისში ისრაელს აშშ-მ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს სპარსეთის ყურის ომში გამოსაყენებლად გადასცა, დღეს კი ისრაელმა ეს სისტემები უკრაინას გადასცა. მისივე თქმით, სამწუხაროდ ამაზე ხშირად არ ლაპარაკობენ. 

"ეს სისტემები ახლა უკრაინაშია. ეს ისრაელური სისტემებია, რომლებსაც ისრაელი 1990-იანების დასაწყისში მარაგში იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი უკრაინისთვის გადაგვეცა და სამწუხაროდ ამის შესახებ ძალიან ბევრი არ გვილაპარაკია, თუმცა როდესაც ამბობენ, რომ ისრაელი სამხედრო თვალსაზრისით არ დახმარებია, ეს ასე არ არის". - თქვა ბროდსკიმ. 

გასულ წელს Financial Times ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აშშ და ისრაელი უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია და მისი შედეგები არ გასაჯაროებულა. 

ისრაელი უარყოფს უკრაინაში ელჩის გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემაზე

კომენტარები