შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან თურქეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის, კოლუმბიის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიისა და ნიგერიის - ჯამში 21 მოქალაქე გააძევეს.
"მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ" - წერია სამინისტროს განცხადებაში.





