თვითმფრინავის ჩამოვარდნა აშშ-ში

აშშ-ში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც, სავარაუდოდ, 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა

Tennessee Highway Patrol

აშშ-ს ტენესის შტატის საგზაო პატრულის ინფორმაციით, კოფის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. 

"პირველადი ცნობებით, ბორტზე 16-20 ადამიანი იმყოფებოდა. ზოგიერთ მათგანი ახლომდებარე საავადმყოფოებში [ვერტმფრენით] გადაიყვანეს," წერს საგზაო პოლიცია X-ზე გავრცელებულ პოსტში. 

ამასთანავე, Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში პატრულმა აღნიშნა, რომ რამდენიმე პირი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. 

სამართალდამცავი ორგანოების მიხედვით, პირველადი ინფორმაცია მიანიშნებს, რომ თვითმფრინავი სქაიდაივინგის დანიშნულების იყო. 

კომენტარები