რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"მამა, კიევში ხმაურიანი ღამეა, რუსებს მშვიდობა არ სურთ" – კით კელოგს X-ზე შვილმა მიმართა

უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი და მისი შვილი, მეგან მობსი

"მამა, კიევში ხმაურიანი ღამეა! შეიძლება, ეს ღამის სიჩუმეში მომხდარი აფეთქებები და სროლის ხმებია, მაგრამ რაღაც უცნაური განცდა მაქვს, რომ რუსებს მშვიდობა არ სურთ." - წერს უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის შვილი, მეგან მობსი X-ზე.

"რამდენიმე უკრაინულ ქალაქს ესხმიან თავს. რუსეთს უნდა, დაგაჯეროთ, რომ საპასუხო დარტყმები მიაქვს, მაგრამ უკრაინის წერტილოვანი იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის უწყვეტ თავდასხმებზე საპასუხოდ მოხდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინმა ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა. მას მხოლოდ მეტი ომი და მთელი უკრაინა უნდა." - წერდა კელოგის შვილი წინა პოსტში.

ცნობისთვის, მეგანი არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია R.T. Weatherman Foundation-ის პრეზიდენტია, რომელიც 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას დახმარებას უწევს.

გასული სამი წლის განმავლობაში მეგან მობსი გადამწყვეტ როლს თამაშობდა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხრივ.

კელოგის შვილს ნათქვამი აქვს, რომ საჭიროა, სამართალი აღსრულდეს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის, ომის პატიმრების მოკვლისა და ბავშვების მოტაცების საკითხების კუთხით. 

მისი თქმით, დასავლეთს არ შეუძლია, უბრალოდ თვალის არიდება, რადგან მას აქვს "ვალდებულება და მორალური ავტორიტეტი აქვს, რათა ყურადღება მოითხოვოს ამ ყველაფერზე". 

მობსის თქმით, მისი მოტივაცია ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და უკრაინელი ხალხის მიმართ ვალდებულების განცდას. იგი ხაზს უსვამს დასავლეთსა და უკრაინას შორის ღრმა კავშირს.  

კომენტარები