ჩვენ გვახსოვს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ 36 წლის წინ ტიანანმენის მოედანზე ჩადენილი სასტიკი დარბევა და ვიხსენებთ იმ დღეს მოკლული და დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანების სიმამაცეს. თავისუფლება, დემოკრატია და თვითმმართველობა ადამიანური საფუძვლებია, რომელთა წაშლაც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას არ შეუძლია
ტიანანმენის ტრაგედია
რუბიო: გვახსოვს ტიანანმენის მსხვერპლი, კომუნისტურ პარტიას თავისუფლების წაშლა არ შეუძლია
tbl.ge/77s8
დაკოპირდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო X-ზე ტიანანმენის ტრაგედიიდან 36 წლის გასვლას გამოეხმაურა.
1989 წლის 4 ივნისს ჩინელმა სამხედროებმა ტანკების გამოყენებით დაარბიეს დემოკრატიის მხარდამჭერი დემონსტრანტები, რომლებიც პეკინის ცენტრში, ტიანანმენის მოედანზე აქციებს 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ. ჩინეთის ხელისუფლებამ ამ დღეს, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე ადამიანი მოკლა.




