რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ვაისი: ვნახე ვიდეო, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინამ რუსეთის ორი A-50 გაანადგურა

ახლა დავასრულე ვიდეოს ყურება, რომელშიც უკრაინული დრონები დარტყმებს აყენებენ ორ რუსულ A-50 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს. ვიდეოს გამოქვეყნება ჯერ არ შემიძლია, მაგრამ ეს ადასტურებს ხმებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან (СБУ), რომ მათ გაანადგურეს ორი საბჭოთა-წარმოების ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავები. რუსეთს ასეთი სულ ექვსი აქვს. უფრო ზუსტად, ახლა ოთხი

წერს The Insider-ის გამომძიებელი ჟურნალისტის, მაიკლ ვაისი.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, გასულ წელს რუსეთმა უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ორი A-50 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა. А-50-ის ღირებულება 330 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

კომენტარები