რუსული რეჟიმი

ამორი: ერთადერთი ბერკეტი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც გვაქვს, არის პერსონალური სანქციები

ერთადერთი ბერკეტი, რომელიც გვაქვს, არის პერსონალური სანქციები. ეს იმიტომ, რომ ერთადერთი რამ, რაზეც ისინი [ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები] ზრუნავენ, არის ბიზნესები და დემოკრატიული ცხოვრებით ტკბობა ჩვენს ქვეყნებში, რომელთა უნივერსიტეტებშიც მათი შვილები სწავლობენ.

ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რატომ ვიკავებთ თავს იმ ინსტრუმენტების გამოყენებისგან, რომლებიც გაგვაჩნია? სამართლებრივ ინსტრუმენტებს შორის ჩვენ გვაქვს სამუშაო ჩარჩო ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სანქცირებისთვის. თუმცა ჩვენ არასდროს ვიყენებთ მას იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი რაღაცები ხდება. 

მე კომისიას და უმაღლეს წარმომადგენელს მოვუწოდებ, წარუდგინონ საბჭოს სანქციათა პაკეტი, პერსონალური სანქციები, ვინაიდან ეს არის მესიჯი, რომელიც ყველასგან მივიღეთ. ეს არ იქნებოდა შურისძიება, ეს არ იქნებოდა დაცვა, ეს იქნებოდა გზა უფრო მეტი ინფორმაციის მიღებისა იმ ადამიანების რეაქციების შესახებ, რომლებიც სანქცირების საფრთხის ქვეშ არიან. 

შემდეგი ჩემი მოწოდება არის, რომ გამოვიყენოთ პერსონალური სანქციები, ვინაიდან ეს, როგორც ჩანს, ერთადერთი ბერკეტია, რომელიც გვაქვს – წარსულში, მხოლოდ რამდენიმე სახელის ხსენებამ, რომლებიც სამომავლო სანქციები შესაძლო სამიზნეები იყვნენ, მაშინვე გამოიწვია გარკვეული რეაქცია. 

თქვა ესპანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე საუბრისას, რომელზეც საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხი განიხილებოდა. 

კომენტარები