რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთს გადასცა უკრაინელი ბავშვების სია, რომელთა დაბრუნებაც საჭიროა - ერმაკი

ანდრიი ერმაკი
President.gov.ua

უკრიანის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღავნელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე უკრაინამ "რუსულ მხარეს ოფიციალურად გადასცა უკრიანელი ბავშვების სია, რომელთა დაბრუნება არის საჭირო". 

ამის შესახებ ერმაკმა საკუთარ Telegram-არხზე დაწერა. 

"საუბარია ასობით ბავშვზე, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ დაადეპორტა, იძულებით გადაადგილა ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკავებს". - წერს ერმაკი. 

ერმაკის განცხადება მიუთითებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. 

ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედიებიც, РИА Новости და ТАСС წერდნენ.

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. 

Axios-ის ინფორმაციით, შეხვედრის დროს რუსეთმა უკრაინას გადასცა "მშვიდობის მემორანდუმი", რომელიც ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების პირობებს მოიცავს.

კომენტარები