გერმანია

გერმანიაში მცირე თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაიღუპა 2 ადამიანი

Sascha Rixkens/Einsatzreport Niederrhein/dpa/picture allianc

გერმანიაში ქალაქ კორშენბროხში მცირე სამგზავრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა პოლიციამ გერმანულ მედიას მიაწოდა. 

გერმანული საინფორმაციო სააგენტო, dpa პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 71 წლის პილოტი იყო. 

პოლიციის თანახმად, ჯერჯერობით გაურკვეველია, მეორე გარდაცვლილი პირი თვითმფრინავის მგზავრი იყო თუ შეჯახების ადგილას იმყოფებოდა. 

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 50 მეხანძრე იყო მობილიზებული, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.

შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია. 

კომენტარები