რუსული რეჟიმი

კალაძე წინააღმდეგობის პლატფორმაზე: ეს ადამიანები საქართველოს არ ეკუთვნიან

ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს - საქართველოში მიმდინარე პროცესებს უძღვება ქართველი ხალხი და არა გარედან, როგორც ამ რადიკალების, უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლებს ჰგონიათ.

ეს ადამიანები არ ეკუთვნიან საქართველოს, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები. ისინი აგენტურის ქსელის წარმომადგენლები არიან. მათ ვერ გაუაზრებიათ, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს.

შესაბამისად, ის ქმედებები, რასაც ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ვხედავთ, გარედან მართული პროცესებია. თავიანთი პატრონები უბრძანებენ რა მიმართულებით უნდა წავიდნენ, რაზე ისაუბრონ და ა.შ ყველაფერი გარედან იმართება

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან წინააღმდეგობის პლატფორმის მიერ ვაიმარის სამკუთხედის ლიდერებისადმი მიმართვას გამოეხმაურა. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

კომენტარები