რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ORYX: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა, სულ მცირე, 4 047 ტანკი დაკარგა

ფოტო ან ვიდეო მასალებით დადასტურებული მონაცემების მიხედვით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში 4 000-ზე მეტი ტანკი დაკარგა.

რუსული დანაკარგების შესახებ მასალებს ანალიტიკური ორგანიზაცია Oryx სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან აგროვებს. ორგანიზაცია აფიქსირებს თითოეულ შემთხვევას, როცა რუსული ტექნიკა ნადგურდება, მწყობრიდან გამოდის, რუსი მეომრების მიერ ბრძოლის ველზე მიტოვებულია ან უკრაინელი ჯარისკაცების ხელში ვარდება.

მათი მონაცემთა ბაზა მოიცავს მხოლოდ იმ ტექნიკას, რომლის დაკარგვაც დადასტურებულია ფოტოსა და ვიდეო მტკიცებულებებით. შესაბამისად, რეალური დანაკარგები, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია.

თუ ორგანიზაცია ტანკის წარმომავლობას ვერ ადგენს, ის სიაში არ შედის.

საერთო ჯამში, Oryx-ის შეფასებით, უკრაინამ  22 000-ზე მეტი ერთეული სხვადასხვა რუსული ტექნიკა გაანადგურა - მათ შორის ტანკები, ჯავშანმანქანები, არტილერია და ავიაცია.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 29 მაისის მდგომარეობით, რუსეთის დანაკარგებმა ომში 10 864 ტანკსა და 22,645 სხვა ჯავშანტექნიკას მიაღწია.

კომენტარები