ბუზმარეთის ტაძართან მისასვლელად კათოლიკე სასულიერო პირებს საზღვარზე პოლიციელები არ უშვებენ

კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტოს  ცნობით, თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მდებარე ბუზმარეთის კათოლიკურ ტაძართან მისასვლელად კათოლიკე სასულიერო პირებს საზღვარზე პოლიციელები არ უშვებენ.

ამაღლებას ბუზმარეთის ტაძარში ორივე კონფესიის სასულიერო პირები წირავენ.

"3 საათამდე ვერ ახვალთ მღვდლები, იქ მართლამდიდებლური წირვა ტარდება და საფრთხეს ვხედავ!" - უთხრა კათოლიკე სასულიერი პირებს სამართალდამცავმა. მისი თქმით, ხალხს შეუძლია ავიდეს, მაგრამ მღვდლებს - არა.

"თანაც მართლმადიდებლური ტაძარია" - განმარტა მან.

კათოლიკე სასულიერი პირების თქმით, გუშინ მათ სამართალდამცავებს აცნობეს, რომ წირვა 13.00 საათზე იქნებოდა, თუმცა მათგან არავინ შეატყობინა, რომ 15:00 საათამდე შესვლა შეუძლებელი იქნებოდა.

" ეს არის სპეციალური პროვოკაცია, იმისთვის რომ წირვა არ ჩავატაროთ"- ამბობენ კათოლიკე მღვდლები.

ეპისკოპოსმა და სასულიერო პირებმა, არ ენდობიან რა პოლიციას, წირვის ღია ცის ქვეშ აღსრულების გადაწყვეტილება მიიღეს

კომენტარები