რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Astra: უკრაინამ მოსკოვის ოლქში მდებარე დრონების საწარმოზე იერიში მიიტანა

დამოუკიდებელი რუსული ტელეგრამ არხ Astra-ს ინფორმაციით, 28 მაისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში მდებარე დრონების საწარმო კრონშტადტზე იერიში მიიტანეს.

საწარმო ქალაქ დუბნაში მდებარეობს.

ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში საწარმოს სიახლოვეს დაკვამლიანება ჩანს.

მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული 30-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, დრონებით თავდასხმის გამო მუშაობა დროებით შეწყვეტილია ვნუკოვოს, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოს აეროპორტებში.

ხანძარი გაჩნდა მოსკოვის მახლობლად, ზელენოგრადში, რაც, სავარაუდოდ, ასევე დრონების იერიშებს უკავშირდება.

კომენტარები