ვაფასებ ყველაფერს, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სცადა ამ საშინელი ომის დასამთავრებლად, მაგრამ ნებისმიერი ომის დასასრულებლად უნდა გყავდეს პარტნიორები, რომლებსაც ეს სურთ. ამჯერად პუტინს ეს არ სურს.
რაც შეეხება პუტინს: უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ის კაცია, რომელმაც ხელი შეუწყო ასადის რეჟიმს ვერტმფრენებიდან უდანაშაულო მოსახლეობაზე ბომბების ჩამოყრაში და მიზანმიმართულად სირიაში საავადმყოფოების მიზანში ამოღებაში. იმავენაირ ბარბაროსულ საქციელს ვხედავთ უკრაინაში.
ხოლო რუს ხალხს: პუტინს თქვენ უფსკრულისკენ მიჰყავხართ: ათეულობით ათასი რუსი სამხედრო მოკლულია ან დაჭრილი. ეკონომიკა იტალიაზე მცირე ზომისაა და უფრო მეტი წნეხი წამოვა. რუსეთი იმაზე უფრო იზოლირებულია, ვიდრე ოდესმე. ეს რუსეთს დიდებულად არ აქცევს. ასე რუსეთი გარიყული სახელმწიფოა. თქვენ, რუს ხალხსა და არმიას, უკეთესი შეგიძლიათ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
სენატორი გრემი: პუტინს არ სურს ომის დასრულება, მას რუსი ხალხი უფსკრულისკენ მიჰყავს





