ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში

ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებიც სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

ფართოვდება იმ სპორტსმენების წრე, რომლებიც საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხებიან. შესაბამისი ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შედის.

ქართული ოცნების კანონპროექტით, არსებულ ჩამონათვალს დაემატებიან და სპორტის უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ისწავლიან:

  • სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრები, რომლებიც გახდებიან ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების, საჭადრაკო ოლიმპიადების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები
  • სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ის წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატების ფინალური ტურნირები) მონაწილეობის უფლებას

ეს წესი გავრცელდება სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია ივანიშვილის სპორტის სამინისტროს მიერ.

შესაბამის კანონპროექტს მხარი 1-ელი მოსმენით ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 27 მაისს დაუჭირეს.

კომენტარები