საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

კობახიძე: ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველო არ ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღესაა

დღევანდელ დღეს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს.

[...]

საკუთარ თავს გამუდმებით უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა, მუდმივი პროცესია და ის დღესაც გრძელდება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ 40-წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას - პირველი, ესაა ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არცერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში და მეორე, ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო, საქართველო აფხაზეთით და სამაჩაბლოთი; საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ.

- მიმართა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ჯარს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს.

კომენტარები