საქართველოს ბანკი

ინჯია: მინდა მივმართო ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ მოითხოვოს ახსნა-განმარტება BOG-ისგან

რამდენიმე დღის წინ, გახდა ცნობილი, რომ კომპანია "Black Rock“-მა შეიძინა საქართველოს ბანკის აქციები, ხოლო გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა შეუზღუდა თავის რუს კლიენტებს თანხის დახარჯვა მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან ან ეროვნული ბანკისგან არანაირი მსგავსი რეგულაციები არ ყოფილა.

თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა ბანკის მხრიდან არის პირდაპირ ანტიქართული საქმე, რომელიც აზიანებს ქართულ ეკონომიკას. საინტერესოა, რა დავალება აქვთ ასეთი საქართველოს ბანკს, რომ საკუთარი ფინანსური ინტერესების საზიანოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მივმართო ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ მოითხოვოს ახსნა-განმარტება საქართველოს ბანკიდან ამ ფაქტთან დაკავშირებით. 

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი ილია ინჯია.

საქართველოს ბანკმა რუსეთის მოქალაქეებს $300-ზე ძვირი ფუფუნების პროდუქტის შეძენა აუკრძალა.

კომენტარები