აქტივისტი ალბი კორძაიას ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აქტივისტს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. როგორც აქტივისტმა ადვოკატს უთხრა, მასზე ფიზიკურად იძალადეს.
კორძაია კიდევ ერთ აქტივისტთან, სალომე კენჭიაშვილთან ერთად რეჟიმის სამართალდამცავებმა 22 მაისს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესის მიმდინარეობისას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს.
"ალბი კორძაიას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები!
მისი განმარტებით, მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.
ალბი მხნედაა!
მე და Giorgi Tabatadze შევხვდით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს. ალბიმ მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.
გავრცელებული კადრებიდანაც აშკარად ჩანს, რომ ალბი კორძაია უკანონოდ დააკავეს". - წერს ტყეშელაძე Facebook-ზე.





