რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვართან ბუფერული ზონის შექმნაზე მუშაობს

ვლადიმირ პუტინი კურსკის ოლქში მდებარე სამეთაურო პუნქტში
Ruptly

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბუფერული ზონის შექმნის გადაწყვეტილებაა მიღებული და "რუსეთის ძალები ამაზე უკვე მუშაობენ".

"უკვე აღვნიშნე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება [უკრაინასთან] საზღვრის გასწვრივ აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ამ ამოცანას ამ ეტაპზე ასრულებენ. მტრის ცხელ წერტილებს ვანეიტრალებთ. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს," - თქვა პუტინმა რუსეთის მთავრობის წევრებთან ონლაინ შეხვედრაზე.

პუტინის რწმუნებით, ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქები "დრონებისა და დივერსანტების მხრიდან" შეტევებს განიცდიან.

21 მაისს რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს პუტინმა კურსკის ოლქი მოინახულა.

კომენტარები