22 მაისის დილას რუსეთმა ხერსონზე საარტილერიო იერიში მიიტანა.
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, რუსული იერიშის შედეგად დაიღუპა 85 წლის ქალი.
"ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს". – განაცხადა პროკუდინმა.
ადგილობრივმა სამართალდამცავებმა სამხედრო დანაშაულის ჩადენის მუხლით საქმე აღძრეს.