თბილისის მერია

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება - ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

"ვიცე-მერის პოსტზე მინდა წარმოიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, პროცესში, რასაც ქალაქის განვითარება, აღმშენებლობა ჰქვია. გიორგი ტყემალაძე მინდა წარმოგიდგინოთ, გიორგი ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა" - განაცხადა კახა კალაძემ.

ტყემალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე 2017 წლიდან დღემდე იყო. 

რაც შეეხება ყოფილ ვიცე-მერს, კალაძემ გაწეული სამუშაოსთვის ირაკლი ხმალაძეს მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, ირაკლი ხმალაძე 15 მაისს ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები