რუსეთი

რუსეთში 16 წლის წინ გაუჩინარებული უკრაინელი მეცნიერის ცხედარი იპოვეს

ანატოლი ნოვიკოვი
TCH

რუსეთში, ბურიატიაში, 16 წლის წინ გაუჩინარებული უკრაინელი მეცნიერის, ანატოლი ნოვიკოვის ცხედარი იპოვეს.

2009 წლის 22 ივნისს, 73 წლის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი ნოვიკოვი ვინიციდან ბურიატიაში ჩამოვიდა. მეცნიერი კრეინდელის საერთაშორისო სემინარს უნდა დასწრებოდა და სიტყვით გამოსულიყო. თუმცა იმდროინდელი მედიის ინფორმაციით ნოვიკოვი დაპატიჟებულთა სიაში არ იყო და მონაწილეთა სიაში არ ირიცხებოდა. ჩასვლიდან მეორე დღეს დოქტორი ტურისტულ ბაზა ენახალუკიდან სასეირნოდ გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

რუსეთის საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ნოვიკოვის ძებნა დაიწყეს. გარდა ამისა, რუსეთში უკრაინიდან ჩავიდა მეცნიერის ქალიშვილი და მამის გაუჩინარების გამოძიება საკუთარი ძალებით სცადა. თუმცა მისმა მცდელობებმაც შედეგი ვერ გამოიღო.

ნოვიკოვის ძებნა ოფიციალურად 2019 წელს შეწყდა. თუმცა 5 წლის შემდეგ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, სოფელ ახალი ენხალუკის მახლობლად, ტყეში ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა და პოლიციას დაუკავშირდა. 

სხეულის გვერდით იპოვეს მობილური ტელეფონი, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერი ნოვიკოვის ტელეფონისას ემთხვეოდა. გარდა ამისა, სხეულის მახლობლად აღმოაჩინეს რამდენიმე უკრაინული მონეტა და გარდაცვლილის პროტეზი.

რა გახდა უკრაინელი მეცნიერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები