პაპი ლეო XIV სხვადასხვა რელიგიების ლიდერებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე პაპმა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია თანაზიარების აღდგენა ყველასთან, ვისაც წმინდა სამების სწამს.
"მე ამირჩიეს წელს, როცა აღინიშნება ნიკეის პირველი საეკლესიო კრების 1700 წლის იუბილე. ეს კრება წარმოადგენს ეტაპს ყველა ეკლესიისა და საეკლესიო თემის მიერ გაზიარებული სარწმუნოების სიმბოლოს ფორმულირებაში (მრწამსი). სანამ ჩვენ ყველა ქრისტიანს შორის სრული თანაზიარების აღდგენის გზაზე ვდგავართ, ვაღიარებთ, რომ ეს ერთიანობა მხოლოდ რწმენაში ერთიანობა შეიძლება იყოს. როგორც რომის ეპისკოპოსი, ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტად მივიჩნევ ვესწრაფო სრული და ხილული თანაზიარების აღდგენის ძიებას ყველასთან, ვისაც აქვს სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის რწმენა.
მართლაც, ერთიანობა ყოველთვის ჩემი მუდმივი საზრუნავი იყო, რასაც მოწმობს დევიზი, რომელიც ჩემი საეპისკოპოსო მსახურებისთვის ავირჩიე: In Illo uno unum, წმინდა ავგუსტინეს გამოთქმა გვახსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრნი ვართ, „ერთში - ანუ ქრისტეში - ჩვენ ერთნი ვართ“ (ენარ. ფსალმ. 127, 3). უფრო მეტიც, ჩვენი ზიარება რეალიზდება იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს უფალ იესოში. რაც უფრო ერთგულები და მორჩილები ვართ მის მიმართ, მით უფრო გაერთიანებულები ვართ ერთმანეთთან. ამიტომ, ჩვენ, ქრისტიანები, ყველანი მოწოდებულნი ვართ, ვილოცოთ და ერთად ვიღვაწოთ ამ მიზნის მისაღწევად, ეტაპობრივად, რაც სულიწმიდის საქმე იყო და რჩება". - განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ.





