ივანიშვილის რეჟიმი

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ივანიშვილისა და რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს

თემთა პალატის წევრმა, კალემ მილერმა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს აშშ-სა და ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთის "საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის გამო" ბიძინა ივანიშვილისა და პროპაგანდისტული TV IMEDI-ს მფლობელის, ირაკლი რუხაძის დასანქცირებისკენ მოუწოდა. 

"ლიბერალ-დემოკრატები განუწყვეტლად აკეთებდნენ მოწოდებას სანქციების უფრო ძლიერად გამოყენებისკენ იმ ქვეყნების ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ბრიტანეთის ღირებულებების წინააღმეგ და საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებენ" – ამბობს მილერი.

მინისტრის თქმით, ის ითვალისწინებს პარლამენტის წევრის კომენტარს, თუმცა სანქციების შესახებ წინასწარ ვერ ისაუბრებს.

"საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ დავასანქცირეთ რამდენიმე პირი, ვინც  პასუხისმგებელია რეპრესიულ ქმედებებსა და კორუფციაში. ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას და მე ეს გასაგებად ავუხსენი საქართველოს წარმომადგენლებს და კიდევ აუცილებლად ავუხსნი. ჩვენ შევაჩერეთ ფართო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც დასანანია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მანამდე, სანამ ევროატლანტიკურ კურსს შორდებიან, ამას უნდა მოჰყვეს შედეგები" –ამბობს დაუთი.

 

კომენტარები