რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

სტარმერი: ვთანხმდებით, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი
Leon Neal/Getty Images

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია. ამის შესახებ სტარმერმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრა.

სტარმერის თქმით, ის ევროპელ პარტნიორებთან ერთად ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკიმ, რომელმაც მათ სტამბოლის შეხვედრის დეტალები გააცნო.

"რუსეთის პოზიცია ცხადია, მიუღებელია და ეს პირველად არ ხდება. პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისა და პრეზიდენტ ტრამპთან დისკუსიის შედეგად, ჩვენ მჭიდროს ვათანხმებთ და კოორდინაციაში მოგვყავს ჩვენი პასუხები და გავაგრძელებთ ამის კეთებას". - თქვა სტარმერმა.

კომენტარები