ირანის ბირთვული პროგრამა

ტრამპის თქმით, აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან "ძალიან ახლოსაა"

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Brendan McDermid/AP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 მაისს თქვა, რომ აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოსაა და დაამატა, რომ თეირანი "გარკვეულწილად" დათანხმდა ამერიკული მხარის პირობებს.

"ჩვენ ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებში ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისთვის." - თქვა ტრამპმა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ტურნეს დროს, რომლის ფარგლებშიც ის საუდის არაბეთსა და კატარს ესტუმრა, და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც ჩავა.

"ჩვენ ვუახლოვდებით შესაძლო შეთანხმების მიღწევას ამის გაკეთების გარეშე... ორი ნაბიჯია ამის მისაღწევად, არსებობს ძალიან, ძალიან კარგი ნაბიჯი და არსებობს ძალადობრივი ნაბიჯი, მაგრამ არ მინდა, რომ ეს მეორე გზით გავაკეთო". - თქვა ტრამპმა.

გამოცემა Reuters ირანულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებში პროცესში კვლავ არსებობს უთანხმოებები.

კომენტარები