შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
1987 წელს დაბადებული ჰ.თ. და 1980 წელს დაბადებული ფ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე არიან დაკავებულები.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ჰ.თ. მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით ცდილობდა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, მიგრანტის ფ.ა.-ს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ გადაყვანას". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19- 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.