თვითონ ევროპის მდგომარეობა არის ტრაგიკული, საკუთარ თავს ვერ იცავს. ხელისუფლებებს აბსოლუტურად არავითარი უნარი არ აქვთ, რომ თავიანთი ქვეყნების ეროვნული ინტერესები დაიცვან. თქვენ იცით, დღეს ევროპულ სახელმწიფოებში რა მასშტაბის პრობლემებია. ჯერ მიგრაციის კუთხით - საკუთარ თავს საერთოდ ვერ იცავენ. ევროპის დიდ ქალაქებს თავისი იდენტობა საერთოდ დაკარგული აქვს [...]
ეროვნული და რელიგიური იდენტობა იკარგება. ეს მიზანმიმართული პროცესია. ვერცერთი ამ სახელმწიფოს ხელისუფლება საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ვერ იცავს და პირიქით, პრობლემების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას უწყობენ ხელს.