რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

პესკოვი: თურქეთში დელეგაციის წევრების ვინაობა პუტინის ნებართვის შემდეგ გასაჯაროვდება

დიმიტრი პესკოვი და ვლადიმირ პუტინი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მიიღებს სტამბოლში უკრაინასთან გასამართ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუმცა, დელეგაციის წევრების ვინაობა პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ გასაჯაროვდება. 

"ჩვენ ამას  გავაკეთებთ, როდესაც ამის ინსტრუქციას მივიღებთ პრეზიდენტისგან. [...]15 მაისს, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებს სტამბოლში დაელოდება" – ამბობს პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდება.

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპი სტამბოლში პოტენციური მოლაპარაკებებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და კით კელოგს, გაგზავნის. ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება.

თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნის, თუმცა პროცესში პუტინის მონაწილეობა კრემლში არ დაუდასტურებიათ. გამოცემა Washington Post-თან საუბრისას ყოფილმა რუსმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მოსკოვი თურქეთში მოლაპარაკებებისთვის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვსა და საერთაშორისო ურთიერთობები საკითხებში პრეზიდენტ პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს გაგზავნის.

კომენტარები