რუსეთი

რუსეთში არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციის თავმჯდომარეს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

რუსეთის სასამართლომ არჩევნებში სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანათავჯდომარეს, გრიგორი მელკონიანცს 5 წლით პატიმრობა შეუფარდა. მელკონიანცი სასამართლომ "არასასურველი" ორგანიზაციის აქტივობებში მონაწილეობაში სცნო დამნაშავედ.

მოსკოვის სასამართლოს მოსამართლის მიხედვით, მელკონიანცი თანამშრომლობდა არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპულ კავშირთან (ENEMO). მონტენეგროში დაფუძნებული ეს ორგანიზაცია რუსეთის მიერ 2021 წელს არასამთავრობო ორგანიზაციათა შავ სიაშია შეყვანილი. 

პატიმრობის გარდა, მოსამართლემ გათავისუფლების შემდეგ მელკონიანცს 9 წლით საჯარო აქტივობებში მონაწილეობა აუკრძალა. 

კომენტარები