რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს რუბიოც დაესწრება

დონალდ ტრამპი და მარკო რუბიო
Photo: Evan Vucci, AP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მაისს დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვა მაღალჩინოსნები 15 მაისს თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს დაესწრებიან.

"ჩვენი ხალხი იქ იქნება. მარკო იქნება. სხვებიც მიდიან, და ვნახავთ, თუ მოვაგვარებთ". - თქვა ტრამპმა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე.

11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდება.

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპი სტამბოლში პოტენციური მოლაპარაკებებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და კით კელოგსაც, გაგზავნის.

კომენტარები