კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი სტამბოლში გასამართი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება და დელეგაციის წევრების ვინაობას მაშინ გაასაჯაროებენ, როცა ამას ვლადიმირ პუტინი საჭიროდ ჩათვლის.
"არა, როცა პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, გამოვაცხადებთ". - უპასუხა პესკოვმა შეკითხვას, თუ ვინ წარმოადგენდა რუსეთს სტამბოლის მოლაპარაკებებზე.
"იქიდან უნდა გამოვმდინარეობდეთ, რაც პრეზიდენტმა 9 მაისის მოლაპარაკებების შემაჯამებელ ღამის განცხადებაში თქვა. რუსული მხარე აგრძელებს მოლაპარაკებებისთვის მზადებას, რომელიც ხუთშაბათს უნდა შედგეს. ჯერჯერობით სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ." - დაამატა პესკოვმა.
11 მაისის ღამის განცხადებაში პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების უპირობო განახლება შესთავაზა. ამით რუსეთმა უარი თქვა უკრაინისა და დასავლეთის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. 11 მაის აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმებულიყო შეთავაზებას.
11 მაის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთისგან 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებას ელოდა და 15 მაისს პირადად შეხვდებოდა პუტინს თურქეთში, თუ ის გამოცხადდებოდა.
აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს წაუყენა ულტიმატუმი, რომ საჭიროა მოლაპარაკებებში პროგრესის მოიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობის პროცესს დატოვებს.





