გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა შენარჩუნდება. მათივე განცხადებით, შესაძლებელია იყოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)". - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.





