გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობას პაპ ლეო XIV-ს წმინდა პეტრეს 267-ე მემკვიდრედ არჩევას. ეს კათოლიკური ეკლესიისთვის ღრმად მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც განახლებულ იმედსა და განგრძობადობას სთავაზობს მილიონობით მორწმუნეს მსოფლიოს მასშტაბით. პაპობას აქვს წმინდა და საზეიმო პასუხისმგებლობა. მე და ჯანეტი ერთად ვლოცულობთ მისი უწმინდესობისთვის. დაე, მიანიჭოს სულიწმიდამ მას სიბრძნე, ძალა და მადლი ეკლესიის მწყემსობის ჟამს. აშშ წმიდა საყდართან და პირველ ამერიკელ პონტიფექსთან ჩვენი მტკიცე ურთიერთობის გაღრმავებას მოელის.
tbl.ge/76nj
დაკოპირდა

განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. 8 მაისს რომის 267-ე უზენაეს პონტიფექსად ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი აირჩიეს. სახელად მან ლეო XIV აიღო.
ლეო XIVპაპი ლეოპაპი ლეო XIVაშშ-ს სახელმწიფო მდივანიმარკო რუბიოკონკლავიახალი პაპიახალი პაპის არჩევაწმიდა საყდარივატიკანიკათოლიკური ეკლესიაკათოლიციზმი




