რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80-წლისთავი დსთ-ს ქვეყნების, ისრაელის, თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ლიდერებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს მიულოცა.
"ქართველი და მოლდოველის ხალხისადმი მიმართვაში ვლადიმირ პუტინი მოუწოდებს შენარჩუნდეს მეგობრობისა და დახმარების კეთილი ტრადიციები". – წერია კრემლის ოფიციალურ განცხადებაში.
პუტინის ოფიციალურ მილოცვაში არ ფიგურირებს უკრაინა.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ მოსკოვში გამართულ ღონისძიებებს ოკუპირებული აფხაზეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერები ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი დაესწრებიან.