ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ რამდენიმე დაწესებულებამ დაიწყოს ფუნქციონირება, წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლის დამატების შესაძლებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან იქნება სრულად თავსებადი. არის რამდენიმე კონკრეტული, მათ შორის, სახელმწიფოს ინიციატივა, რომლის შედეგადაც, დღეს არსებული გამოწვევის მასშტაბი არსებითად შემცირდება. ვფიქრობ, წლის ბოლომდე გარდატეხას შევიტანთ იმ საჭიროებებთან მიმართებაში, რომელიც სექტორში დღეს არსებობს [...]
[...] ერთ-ერთი მწვავე და პრობლემური საკითხია ფსიქიატრების დეფიციტი, თუმცა აქაც გვაქვს გარკვეული გეგმები, თუ როგორ ვითანამშრომლოთ და გავანაწილოთ ის რესურსები, რომლებიც დეფიციტურია. ვფიქრობ, მთავარი და უპირველესი ამოცანა დღეს უკავშირდება ინფრასტრუქტურას და აქ, როგორც მოგახსენეთ, კონკრეტული გეგმების განხორციელება არის დაწყებული.





