რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კრამატორსკი დაბომბა, დაიღუპა ერთი ადამიანი

DNSpoltava

6 მაისის დილას, რუსეთმა უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე მინიმუმ 7 იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.

ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი მონაცემებით ყველა დარტყმა ქალაქის სამეწარმეო ზონისკენ იყო მიმართული.

ბოლო პერიოდში რუსეთი კრამატორსკს რეგულარულად ბომბავს. ოკუპანტებმა უკრაინულ ქალაქზე იერიში 6, 20 და 22 მარტს მიიტანეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები