რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა მიღწევა ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში ვიზიტის დროს თქვა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი და მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს, მოსკოვზე წნეხი გააძლიერონ.

"ჩვენ გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი, დღეიდანაც კი და სულ მცირე 30 დღე უნდა გაგრძელდეს, რათა დიპლომატიისთვის რეალური შანსები გაჩნდეს" – თქვა ზელენსკიმ. 

ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დამატებითი წნეხის გარეშე პუტინი არ გადადგანს ქმედით ნაბიჯებს ომის დასასრულებლად. 

"ჩვენ გვჯერა, რომ წნეხის მომატების გარეშე, რუსეთი რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს ომის დასასრულებლად. დღეს 54-ე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა იგნორი გაუკეთა აშშ-ს შეთავაზებას ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე" – ამბობს ზელენსკი. 

კომენტარები