რუსული რეჟიმი

კალაძე ორბანზე: საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის მართალია, წარმატებები მინდა ვუსურვო

ორბანი არის ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მართავს თავის ქვეყანას და იცავს მის ინტერესს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას, იმიტომ, რომ თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, ყოველთვის სამართლიანია.

მისი მთავრობა ყოველთვის იმაღლებს ხმას იმ უმსგავსობაზე, რასაც საქართველოსთან მიმართებაში აცხადებენ, რადგან ეს ყველაფერი გაჯერებულია პოლიტიკური სპეკულაციებით, სიცრუით და დაფუძნებულია ტყუილზე.

რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც საუბრობს სიმართლეს და ყოველთვის იცავს ისეთი ქვეყნის ინტერესებს, როგორიც საქართველოა.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, კახა კალაძემ.

კომენტარები