რუსული რეჟიმი

დათუნაშვილი MEGOBARI აქტზე: კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი ქართული ოცნების ცაზე

კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი ქართული ოცნების ცაზე. საბოლოოდ ჩამოიშალა და დღეს უკვე გაფორმდება დოკუმენტურად ის ლეგენდა, რომ ტრამპთან ქართული ოცნება დალაგდება და საერთო ფასეულობები აქვთ. ირანის, "ჰეზბოლას", "ჰამასის", რუსეთის და ჩინეთის მეგობრებს საერთო არ აქვთ არაფერი თავისუფალი სამყაროს ლიდერთან - დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის ხელმოწერაც დაამშვენებს ამ დოკუმენტს.

მნიშვნელოვანი ეტაპია, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდის ქართული ოცნება საერთაშორისო წნეხს და MEGOBARI აქტის ძალაში შესვლა ამ წნეხის გაათმაგებაა.

თქვა პარტია ლელოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, MEGOBARI აქტს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს, 5 მაისს განიხილავენ. 

კომენტარები