რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ შექმნილა და იმედოვნებს, რომ არც შეიქმნება.
ამის შესახებ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუს ფრაგმენტში განაცხადა, რომელიც ტელეგრამზე გამოქვეყნდა.
"ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ყოფილა და იმედი მაქვს, რომ არც შეიქმნება". - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სამთავრობო ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, რომელიც უკრაინიდან განხორციელებულ დარტყმებს ეხებოდა.
მისი თქმით, რუსეთს ყოფნის ძალა და რესურსი, რათა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი "ლოგიკურ დასასრულამდე" მიიყვანოს.





