პოდოლიაკი: აშშ-სთან დადებული შეთანხმება ჩვენთვის დამატებით იარაღის მიწოდებას უზრუნველყოფს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, აშშ-სთან ახლად გაფორმებული შეთანხმება უზრუნველყოფს დამატებით იარაღის მიწოდებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

"შეთანხმება ითვალისწინებს სამხედრო მხარდაჭერას - ამერიკული იარაღის ახალ მიწოდებებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. მათი ღირებულება ჩაირიცხება ერთობლივ საინვესტიციო ფონდში." - წერს ბოდოლიაკი.

გარდა ამისა, ზელენსკის მრჩევლის თქმით, შეთანხმება არ მოიცავს ვალდებულებას, რომ უკრაინამ აშშ-ს, ადრე გაწეული სამხედრო დახმარების ხარჯები აუნაზღაუროს. 

"ეს პრეზიდენტ ზელენსკის პრინციპული და სრულიად გონივრული პოზიციაა, რომელიც თეთრმა სახლმა ობიექტურად სცნო და მიიღო," - წერს ბოდოლიაკი.

პოდოლიაკი ასევე წერს, რომ შეთანხმება აღიარებს უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას და ითვალისწინებს პირობების გადახედვის შესაძლებლობას, რათა ისინი შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. 

მისი თქმით, ყველა მოგება, რომელიც ინვესტიციებიდან იქნება მიღებული, მინიმუმ 2034 წლამდე, სრულად რეინვესტირდება უკრაინაში - მილიარდები ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური განვითარებისათვის იქნება გამოყოფილი.

კომენტარები