1 მაისს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 ბალისტიკური რაკეტითა და 170 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულია 74 დრონი.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 68 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსული იერიშის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, დონეცკის, კიევისა და ოდესის ოლქები. უკანასკნელში დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი.
რუსებმა დრონები კურსკის, მილეროვოს, ორელის, პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.
საჰაერო იერიშის მოგერიებაში საჰაერო თავდაცვის ძალებისა და რადიო ელექტრო ქვედანაყოფების გარდა, ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდნენ.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





