გერმანული ტელეკომპანია Deutsche Welle მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და მითების დეტექტორის ხელმძღვანელს, თამარ კინწურაშვილს სიტყვის თავისუფლების კატეგორიაში (FoSA) პრემიას გადასცემს.
"მისი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიგნიდან და გარედან მომდინარე პროპაგანდის წინააღმდეგ, შეუცვლელია როგორც მედიის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის, ასევე მედიის მიმართ ხალხის რწმენისათვის. საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა – ჰყავს პარლამენტი აქტიური ოპოზიციის გარეშე, გაჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და შემოღებულია ახალი ავტორიტარული მედიის კანონები, რომლებიც იმ კანონებს ჰგავს, რომლებსაც რუსეთიდან ვიცნობთ". - თქვა DW-ს გენერალურმა დირექტორმა, პიტერ ლიმბურგმა.
ამასთან, როგორც კინწურაშვილმა DW-სთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ყოველდღიურად იზრდება ზეწოლა [თავისუფალი მედიის წარმომადგენლების მიმართ].
"ყოველდღიურად იგებ, რომ მთავრობა ცდილობს გამოიგონოს რაიმე ახალი, რითიც შენს შეჩერებას შეეცდება". - აღნიშნა კინწურაშვილმა.
DW-ს ცნობით, კინწურაშვილს პრემია 7 ივლისს, ქალაქ ბონში ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებულ გლობალურ მედიაფორუმზე გადაეცემა.





